20:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-17 16:12:24, 1515 ნახვა

ეკონომიკა
კომუნალური გადახდები მარტივად და სწრაფად

კომუნალური გადასახადების დაფარვა ალბათ ყველა ჩვენგანს უწევს. ყოველთვიურად მოუთმენლად ველით ამ თვეში დარიცხულ თანხას, ზამთარში გათბობის საფასური გვაინტერესებს, ზაფხულში კი სიგრილის ფასი.

ალბათ გახსოვთ, კომუნალურების გადასახდელად ქვითრებს რომ ვაგროვებდით და მერე ჩამოვივლიდით ოფისებს, თან არ უნდა დაგვვიწყებოდა, როდის იყო ბუნებრივი აირის საფასური დასაფარი და როდის - ელექტროენერგიის. დღეს ეს პროცესი ერთი ათასად გამარტივდა და შეგვიძლია სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე კლიკით გადავიხადოთ ნებისმიერი კომუნალური გადასახადი.

თიბისი ფეიზე იპოვი ყველა პროვაიდერს, დიდსა თუ პატარას, თბილისსა თუ რეგიონებში და შეძლებ გადაიხადო ელექტროენერგიის, დასუფთავების, წყლის, ბუნებრივი აირისა და ტელეკომუნიკაციების საფასური. ამას გარდა, თიბისი ფეიზე 1,000-ზე მეტი სერვისს იპოვი, აქ შეძლებ დაფარო სწავლის გადასახადი, ჩარიცხო აუქციონის ფული, დაფარო ბანკის ან დაზღვევის მომსახურების საკომისიო და ასე შემდეგ.

თიბისი ფეის ვებსაიტი და აპლიკაცია მაქსიმალურ სიმარტივესა და კომფორტს გპირდება, აქ პროცესი ისეა დალაგებული, რომ პროვაიდერიც მარტივად იპოვო და თანხაც მარტივად გადარიცხო. ბუნებრივია, კომუნალურების დაფარვას რეგისტრაციის გარეშეც შეძლებ, მაგრამ რეგისტრაციას ბევრი უპირატესობა აქვს: შეგიძლია, ელექტრონული ქვითარი შეამოწმო ან აპლიკაციას დაავალო, თავად შეგახსენოს გადახდის მოახლოებული რიცხვი. იმასაც კი შეძლებ, რომ გადახდა ავტომატურ რეჟიმზე დააყენო და თავად არ მოგიწიოს ყოველთვიურად თანხის გადარიცხვა, საჭირო დროს თანხა თავისით ჩამოიჭრება მითითებული ანგარიშიდან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმაზე აბონენტის ნომერსაც იმახსოვრებ და ხელით ჩაწერა აღარ გიწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეძლებ გადაიხადო ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, თუკი ქვითარი თან არ გაქვს.

როგორ ვიპოვო კომუნალური გადახდები?

შედი ვებსაიტზე ან გადმოწერე აპლიკაცია.

  1. აირჩიე “სერვისები”.
  2. სერვისების ჩამონათვალში იპოვე “კომუნალური გადასახადები”.
  3. აირჩიე ვარიანტებიდან ან ჩაწერე კომპანიის სახელი ძიების ველში.

როგორც ხედავ, თიბისი ფეის სერვისები ყოველთვის მარტივია და მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული. დარეგისტრირდი და გამოცადე პლატფორმის ყველა უპირატესობა.

 

 

 

 

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics