20:47 - 02 Nov, 2026
|
2023-04-16 16:52:21, 1178 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. „მინდა, ყველას, სრულიად საქართველოს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის სიკვდილზე სიცოცხლის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაული. ვუერთდები იმ საყოველთაო სიხარულს, რასაც ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომით განიცდის. მინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას პატრიარქის ეპისტოლეშიც ხაზი გაესვა. მშვიდობის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება, ამიტომ, მშვიდობა საქართველოს და მშვიდობა მსოფლიოს. გილოცავთ, ქრისტე აღდგა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)