|
2023-04-14 22:15:15, 1448 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არამედ წმინდა ეთიკურ გადაწყვეტილებაზე
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა პირად, არამედ წმინდა ეთიკურ გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება, რაზეც დამოკიდებულია მისი სიცოცხლე, მაშინ აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯი და მას მიეცეს მკურნალობის გაგრძელების საშუალება. "მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა პირად, არამედ წმინდა ეთიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც აქვს სუფთა და ძლიერი სამართლებრივი საფუძველი. თუ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება, თუ მასზეა დამოკიდებული სიცოცხლე, მაშინ აუცილებელია ეს ნაბიჯი გადაიდგას. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ახლა გადაუდებელი მიმართვა შეიტანეს ევროსასამართლოში, რათა მას სათანადო მკურნალობა გაუწიონ და როგორც ჩანს, ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა", - განაცხადა ზელენსკიმ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)