|
2023-04-13 14:43:54, 1640 ნახვა
რეგიონი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამა იწყება
ღვინის ეროვნული სააგენტო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კადასტრის მნიშვნელობაზე და პროგრამის დეტალებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრას ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს. ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს მოიცავს, დარგვის თარიღს და ვენახის მდგომარეობას. მუნიციპალიტეტის მხრიდან პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართვის სრული მზადყოფნა გამოითქვა. ვენახების კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)