04:41 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 11:22:27, 1352 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - კრემლის „რუსიფიკაციის“ კამპანია თავად რუსეთის წინააღმდეგ ვითარდება

„რუსიფიკაციის“ კამპანია, რომლის განხორციელებასაც კრემლი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცდილობს, თავად რუსეთის ფედერაციას აზიანებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ანალიტიკოსების თქმით, პუტინის რეჟიმის ქმედებები ეროვნული უმცირესობების მიმართ, აძლიერებს პრონაციონალისტურ იდეოლოგიას და კრიტიკას რუსეთში.

„უკრაინის ომმა საშუალება მისცა ყველაზე აგრესიული მედიის წარმომადგენლებს, გაეერთიანებინათ თავიანთი იდეოლოგია და დაეპროექტებინათ იგი როგორც უკრაინელ ხალხზე, ასევე თავად რუსეთში არასლავურ უმცირესობებზე. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაძლიერდება, რადგან ომი გრძელდება და შეაღწევს რუსეთის ინტერიერში მომავალი წლების განმავლობაში“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ანალიტიკოსების თქმითვე, რუსი ოფიციალური პირები რეკრუტირებისა და შეიარაღებული ძალების ფორმირებისთვის სამიზნეებად მიგრანტებსა და ეთნიკურ უმცირესობებს განიხილავენ.

როგორც ISW წერს, ბედის ირონიით, მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ხალხს აკისრებენ უკრაინაში „რუსიფიკაციის“ კამპანიის ტვირთს.

ამასთამ ანალიტიკოსებს, მოჰყავთ რასიზმის და ქსენოფობიის რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც:

  1. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა სამხედრო ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ გამოიყენოს შუა აზიიდან და კავკასიიდან ჩამოსული მიგრანტები, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს, რადგან მიმღები ქვეყნის დაცვა მათი კონსტიტუციური ვალდებულებაა;
  2. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილმა „თავდაცვის მინისტრმა“, ნაციონალისტმა იგორ გირკინმა რუსეთის ტუვის რესპუბლიკის ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, 104 ტერიტორიულ ერთეულს უბრუნებენ ადგილობრივი ტოპონიმიკის შესაბამის ძველ სახელებს;
  3. 12 აპრილს, სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის დედაქალაქ უფიდან, სადაც მამაკაცების ჯგუფმა ადმინისტრაციულ შენობებთან ჩაიარა ნაცისტთა მისალმების ჟესტებით და შეძახილებით: „რუსეთი რუსებისთვის“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics