|
2023-04-13 10:16:57, 1262 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა?! - დარწმუნებული ვარ, ის ყველა კითხვას პასუხს გასცემს
მთელი დღე რომ ვლაპარაკობთ კეზერაშვილზე, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა?! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ეს არის თემიდან თემაზე ყურადღების გადატანა. "კეზერაშვილი მიხედავს თავის თავს, თუ სადმე გამოძიება დაიწყება. უბრალოდ, ერთი რამ მინდა ვთქვა, ამაზე ლაპარაკით ეშველება საქართველოს კანდიდატის სტატუსს?! ამით ეშველება კორუფციული სასამართლო რომ გვაქვს?! ამით გელათს ეშველება?! ამით რიკოთს ეშველება?! კეზერაშვილი თავის თავს მიხედავს.. დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილი ყველა კითხვას პასუხს გასცემს, უბრალოდ, ვკითხულობ, მთელი დღე რომ ვლაპარაკობთ კეზერაშვილზე, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა?! ეს არის კონკრეტული თემიდან თემაზე ყურადღების გადატანა და ამის გამოყენების მცდელობა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)