2023-04-12 22:43:42, 1338 ნახვა
ომი უკრაინაში
ესპანეთი უკრაინაში Leopard-ის ტიპის 6 ტანკის გაგზავნას გეგმავს
ესპანეთი უკრაინაში Leopard-ის 6 ტანკის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც რობლესმა განაცხადა, უკრაინისთვის ტანკების მიწოდების პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, ხოლო ტანკების მარშუტად მან საზღვაო გზა დაასახელა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთი უკრაინას გარდა Leopard ტიპის ტანკებისა დამატებით 20 ჯავშანტრანსპორტიორს მიაწვდის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,