14:09 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 22:21:37, 1316 ნახვა

პოლიტიკა
ფოტიგა - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გამო, საქართველოს მთავრობაზე უფრო დიდი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გამო, საქართველოს მთავრობაზე უფრო დიდი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, მან ორჯერ სცადა მისი მონახულება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე ორივეჯერ უარი უთხრა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისთვის" მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული მნიშვნელობის პატიმარია.

"თქვენ იცით, რომ პოლონეთის საზოგადოება ჯერ კიდევ დაყოფილია გარკვეულწილად. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კონცეფცია პრომეთეუსის იდეის თავიდან დაიბადა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და ძალიან პოპულარული იყო პოლონეთის მეორე რესპუბლიკის დროს. გარდა ამისა, ეს ეხება ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო და კონცეფცია, რომელიც ეხება უკრაინასთან ძმობას, ურთიერთობების განახლებას.

მე ვფიქრობ, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის თანამშრომლობა უზარმაზარი მნიშვნელობის იყო. მე მახსოვს მათი პირველი შეხვედრა, როგორც პრეზიდენტებისა, ეს იყო 2006 წელს ვილნიუსში. შემდეგ პრეზიდენტი კაჩინსკი მიიწვიეს კიევში, რათა გუამის სამიტს დასწრებოდა.  ოთხი ქვეყანა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და აზერბაიჯანი თანამშრომლობდნენ ახლოს და ასევე პოლონეთიც ეხმარებოდა ამ თანამშრომლობას. 

მე ვნახე სააკაშვილი ცოტა ხნით ადრე, სანამ საქართველოში გაემგზავრებოდა და შემდეგ, როცა ის დააპატიმრეს, შევეცადე, რომ ციხეში მომენახულებინა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ ორჯერ მითხრა უარი ამაზე. თუმცა, მე სხვა ოფიციალურ პირებს შევხვდი და ისე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნებისთვის განსაკუთრებული პატიმარია. ახლა სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მის გათავისუფლებას ემხრობა და ვფიქრობ, უნდა მოვახდინოთ უფრო დიდი ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ", - განაცხადა ფოტიგამ.

ცნობისთვის, დღეს 12 აპრილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში ერთ-ერთი უმაღლეს ჯილდოს „პრომეთეს ჯილდოს” გადასცემენ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics