|
2023-04-12 19:27:21, 1454 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი უკრაინელი ტყვის წამებაზე - ეს არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე
შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ეს ქმედება არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. "შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული. ეს არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით", - წერს საქართველოს პრეზიდენტი. რუსულ ტელეგრამ არხებში გამოჩნდა ვიდეო, თუ როგორ აჭრიან თავს უკრაინელ ტყვე ჯარისკაცს. "ტომარაში მისი თავი და გავუგზავნით სამხედრო მეთაურს" - წერია რუსულ პროპაგანდისტულ არხში რომელმაც ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ყვითელი სამკლაურით, როგორც ჩანს, უკრაინელი სამხედრო ტყვე მიწაზე წევს. მის ზემოთ არის შენიღბული მამაკაცი აშკარა ნიშნების გარეშე, მაგრამ მას აქვს თეთრი ზოლი, რომელიც არის რუსი სამხედრო და პრორუსი მებრძოლების დამახასიათებელი ნიშანი. ცოცხალ პატიმარს, რომელიც ტკივილისგან ყვირის დანით თავს აჭრის. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს ვიდეო კი ასახავს იმას, რისი ნორმად და ჩვევად ქცევაც რუსეთს სურს - ადამიანის სიცოცხლის განადგურება.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)