15:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 16:43:42, 861 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია კეზერაშვილზე - სერიოზული ბრალდებებია სერიოზული რეპუტაციის მქონე მედიისგან

ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული ბრალდებებია სერიოზული რეპუტაციის მქონე მედიისგან,- ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილია ნახსენები.

ბოკერიას თქმით, ვინც მიიჩნევს, რომ კეზერაშვილს ცილი დასწამეს, შეუძლია საკითხი სასამართლოში წაიღოს. 

"იმ სამყაროში, სადაც ეს ხდება - გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, ევროპა - ზოგადად, ივანიშვილის რეჟიმისგან განსხვავებით, არსებობს კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო. ამიტომ, როგორც მბრალმდებელს შეუძლია, რომ ეს დამოუკიდებელ სასამართლოში "შეამოწმოს", ისე ნებისმიერ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ცილი დასწამეს, შეუძლია, რომ ეს საკითხი სასამართლოში წაიღოს და გაარკვიოს ეს ამბავი, ჩვენ ყველანი ვიხილავთ ამ ამბის გაგრძელებას, ალბათ",- ამბობს გიგა ბოკერია. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, დონორის გავლენა ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესზე, არის საფრთხე და პრობლემას ქმნის ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებაშიც. 

"ჩემი პერსონალურად და" ევროპული საქართველოს" კონფლიქტი, დაპირისპირება ბატონ კეზერაშვილთან, ამ სერიოზული ამბის მიუხედავადაც კი არსებობს. ჩვენ, მე ვთვლი, რომ ნებისმიერი მედია-დონორის ან ზოგადად, დონორის დიდი გავლენა და ამ ფორმის გავლენა ამ მეთოდებით - კარნახით და რჩევებით - პოლიტიკურ პროცესზე ან პოლიტიკურ სისტემაზე, არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და არის პრობლემა ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებაშიც",- აღნიშნავს ბოკერია. 

ცნობისთვის, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics