2023-04-11 11:20:06, 1412 ნახვა
ომი უკრაინაში
გენშტაბი - უკრაინამ, ბოლო 24 საათში, რუსეთის 52 შეტევა მოიგერია
უკრაინამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 5 მიმართულებით რუსების 52 შეტევა მოიგერია. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა, ბოლო დღე-ღამეში, 39 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
უწყების ინფორმაციით, თავის მხრივ, უკრაინის ავიაციამ მტრის ცოცხალი ძალისა და სამხედრო შეიარაღების თავშეყრის წერტილებზე 8 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინელებმა ასევე Mi-24-ის ტიპის ვერტმფრენი და 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,