06:29 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 09:07:48, 1352 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა აგრძელებს მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად

უკრაინა აგრძელებს მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც  უკრაინელების ტყვეობიდან დასაბრუნებლად მუშაობს.

„კარგი ამბავი ტყვეების გაცვლაზე მომუშავე ჩვენი გუნდისგან. შევძელით უკრაინის დამცველი კიდევ 100 ქალისა და მამაკაცის სახლში დაბრუნება. 80 მამაკაცისა და 20 ქალის. ისინი არიან სამხედრო მოსამსახურეები, მესაზღვრეები, სამხედრო-საზღვაო ძალების მეომრები, ეროვნული გვარდიის წევრები. მათ შორის არიან „აზოვსტალის“ დამცველები. ეს არის ასი ოჯახი, რომლებმაც აღდგომის წინ ნამდვილი სიხარული მიიღეს. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა ჩვენიანი დავაბრუნოთ რუსული ტყვეობიდან. გვახსოვს თითოეული და დავაბრუნებთ",- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics