2023-04-10 15:58:48, 1326 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსების მიერ ხერსონიდან გატაცებული 24 ბავშვი დაიბრუნა [ვიდეო]
უკრაინამ რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონიდან გატაცებული 24 ბავშვი დაიბრუნა. აღნიშნული ინფორმაცია ხერსონის გუბერნატორმა Telegram-ზე გაავრცელა.
სამაშველო მისიაში არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე უკრაინა" მონაწლეობდა.
როგორც ორგანიზაცია იტყობინება, რუსები ბავშვებს პროპაგანდისტულ სიუჟეტებში მონაწილეობას აიძულებდნენ.
ცნობისთვის, უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 31 ბავშვი გასულ კვირაშიც დაიბრუნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,