|
2023-04-10 15:09:54, 1394 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - გვჭირდება გარანტიები, რომ რუსეთი ბელარუსს საკუთარი ტერიტორიის მსგავსად დაიცავს
მინსკს სჭირდება გარანტიები მოსკოვისგან, რომ საგარეო აგრესიის შემთხვევაში, რესპუბლიკას საკუთარი ტერიტორიის მსგავსად დაიცავს,- აღნიშნულის შესახებ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, უსაფრთხოების თემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრისას წამოჭრა. "მოლაპარაკებების [ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების] დროს გაჟღერდა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია იცავს ბელარუსს, როგორც საკუთარ ტერიტორიას. აი, უსაფრთხოების ასეთი გარანტიები გვჭირდება“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს, პუტინმა მას მხარი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დაუჭირა. "ეს საკითხი წამოვაყენე რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დროს. მან აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დამიჭირა მხარი. მისი თქმით, უნდა გადავამოწმოთ ჩვენი ყველა ხელშეკრულება და შეთანხმება, რათა ვნახოთ, რა სახელმწიფოთაშორისი ხასიათის ნორმატიული სამართლებრივი აქტის მიღება უნდა მოხდეს ახლა ბელარუსის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- დასძინა ლუკაშენკომ. ცნობისთვის, გასულ კვირას ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)