|
2023-04-10 14:04:30, 1527 ნახვა
სამართალი
ნინო ქადაგიძე - ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას, სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე [ვიდეო]
მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, უნდა შემუშვდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც სასამართლოში რამე ფორმით ჩარევას გამორიცხავს. "ძალიან სამწუხაროა, რომ მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა გადმოინაცვლოს სასამართლოში. მე ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი, მოზომილი მათთან ურთიერთობაში. მე ვთვლი, რომ დღეს დადგა ის მომენტი, როდესაც მე ვითხოვ უკუგებას მათგან, ამიტომ შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული, უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში, ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნეს შემუშავებული, რომელიც, ფაქტობრივად, გამორიცხავს სასამართლოში რამე ფორმით ჩარევას, აგრეთვე, მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)