15:52 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-09 18:46:53, 898 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ახლა რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ დამარცხდებოდა

ძლიერი საქართველოს ერთადერთი მექანიზმი არის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით, "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მმართველი ძალა ევროპული მომავლისთვის ბრძოლის საპირისპიროდ იქცევა და ახლა რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად დამარცხდებოდა.

"1989 წლის 9 აპრილს, ქართველმა ხალხმა მორალურად გაიმარჯვა კომუნისტურ-ბოლშევიკურ საბჭოთა რეჟიმზე, ხოლო 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა ეს ყველაფერი, შესაბამისად, დღესაც ჩვენ ვებრძვით რუსულ ინტერესებს, დღესაც ჩვენ ვებრძვით რუსულ, ჭაობისკენ მიმავალ გზას, ვიბრძვით ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური მომავლისთვის, იმიტომ, რომ ძლიერი საქართველოს ერთადერთი მექანიზმი არის ევროკავშირისა და ნატოს წევრობა, რაც არის ათწლეულების საშვილიშვილო მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და განვითარება, ამის საპირწონედ გვყავს რეჟიმი რუსეთთან დაკავშირებული, რომელსაც უნდა, რომ გადაეღობოს, ხელი შეუშალოს ამ ყველაფერს. მე თუ მკითხავთ, დღეს თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდებოდა, დამაჯერებლად დამარცხდებოდა "ქართული ოცნება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია, სახელწოდებით „ერთად ევროპაში“ მიმდინარეობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics