|
2023-04-08 13:37:22, 697 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით შეუძლებელია
კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით შეუძლებელია,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას შეუძლია გამოიყენოს ცეცხლის შეწყვეტა თავისი ჯარების გადაჯგუფებისთვის, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ განახორციელოს შეტევა. "ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს და მე ეს მესმის. თუმცა თუ ეს ნიშნავს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რეალურ რატიფიცირებას, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. რუსეთი იქამდე უნდა მივიდეს, რომ მზად იყოს კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. მიზანი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იყოს", - განაცხადა ბლინკენმა. მისივე თქმით, ჩინეთი ორმხირვად თამაშობს - ომში სხვადასხვა გზებით რუსეთს უჭერს მხარს და თან სურს, რომ აღიქვან ისე, თითქოს მშვიდობის მიღწევა სურს. "პირველ რიგში, სამშვიდობო იდეები, რომლებიც ჩინელებმა მოლაპარაკებების მაგიდაზე წამოაყენეს, ზოგიერთი მათგანი პოზიტიურია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთ-ერთი ელემენტი - აქცენტი უნდა გაკეთდეს სუვერენიტეტზე, ხოლო ჩინეთის ფოკუსი უნდა იყოს, რათა დაარწმუნოს რუსეთი, რომ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაუბრუნოს ტერიტორია, რომელიც მან ძალით წაართვა გაეროს წესდების დარღვევით",- დასძინა ბლინკენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)