16:49 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 13:02:44, 688 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით მივმართავთ

ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით მივმართავთ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, სასამართლო სისტემა კორუფციაში, ნეპოტიზმში და ზოგადად მმართველობის ერთიან სქემაშია ჩაბმული.

"რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ჩვენ ორშაბათს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით, ხელმოწერები გვექნება, ხმები გვყოფნის, ესეც ტესტი იქნება ოპოზიციისთვის და ეს იქნება იმის მტკიცებულება, თუ როგორ არის სასამართლო სისტემა, კლანი, ქართული ოცნება, კორუფციაში ნეპოტიზმში და ზოგადად მმართველობის ერთიან სქემაში ჩაბმული",- განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.

ამასთან, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმოამდგენლებმა 6 აპრილს, საგანგებო ბრიფიგზე განაცხადეს, რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უახლოეს დღეებში მიმართავდნენ. 

გარდა ამისა, ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics