|
2023-04-08 11:43:44, 821 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის საზღვარზე პოლიციელებისა და სამხედროების მობილიზება დაიწყო
თელ-ავივსა და დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი თავდასხმების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პოლიციის სარეზერვო ქვედანაყოფებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების წევრების მობილიზება განახორციელა. აღნიშნულის შესახებ ინფრმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მომხდარი ისრაელმა ტერორისტულ აქტად შეაფასა, ლიკვიდირებულია ავტომობილის მძღოლი. „პრემიერ-მინისტრმა, ტერორისტულ თავდასხმებთან დაპირისპირების მიზნით, ისრაელის პოლიციას დაავალა სასაზღვრო პოლიციის ყველა სარეზერვო ქვედანაყოფის მობილიზება და თავდაცვის ძალებს დამატებითი ძალების მობილიზება უბრძანა“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში. ცნობისთვის, ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თელ-ავივსა და დასავლეთ სანაპიროში მომხდარი თავდასხმები. გუშინ 7 აპრილს, თელ-ავივში მამაკაცი ქალაქის სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეებს თავდასხმის მიზნით ავტომობილით შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ამასთან, გუშინვე დასავლეთ სანაპიროში თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რის შედეგადაც ორი ქალი დაიღუპა, ერთი კი - დაიჭრა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)