09:40 - 30 Apr, 2026
|
2023-04-07 22:10:29, 839 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში დაკავებულ WSJ-ის ჟურნალისტს ჯაშუშობის მუხლით ბრალდება ოფიციალურად წარედგინა
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ბრალდების თანახმად, ამერიკელმა ჟურნალისტმა, შეაგროვა ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ. 32 წლის ჟურნალისტმა „ეფესბეს“ მიერ წარდგენილი ბრალდება არ აღიარა და განაცხადა, რომ რუსეთში მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული, იგივე პოზიციას იზიარებს გამოცემაც. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი 30 მარტს ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)