|
2023-04-07 16:30:03, 1209 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, Elsewedy Electric-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, Elsewedy Electric-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის ინტერესი გამოხატეს ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, Elsewedy Electric-ის წარმომადგენლებმა ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი ესწრებოდნენ. ლევან დავითაშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა როგორც ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და გეგმებზე, ასევე ზოგადად, ეკონომიკის სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში არსებულ მზარდ დინამიკაზე, მათ შორის ინვესტიციების კუთხით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც აქამდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერს გაუზიარეს ხედვა და ინტერესი საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც, მათი განცხადებით, გამოიხატება ინფრასტრუქტურულ, მათ შორის, ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებით. სტუმრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ბიზნესაქმიანობისთვის შექმნილ ხელსაყრელ გარემოს და მთავრობის სწორ ენერგოპოლიტიკას, რადგან, მათი შეფასებით, საქართველო ძალიან მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით და ამ პოტენციალს ეფექტიანი გამოყენება სჭირდება. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ Elsewedy Electric-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ინჟინერია, მშენებლობა, ელექტრო პროდუქტები, ციფრული გადაწყვეტილებები, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები და ა.შ. კომპანიას 17 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და მისი კაპიტალის ბრუნვა 3.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. Elsewedy Electric-ის 31 საწარმოო ობიექტი მდებარეობს აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის: ეგვიპტეში, ალჟირში, კატარში, ინდონეზიაში, პაკისტანსა და ტანზანიაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია ექსპორტს მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)