|
2023-04-07 13:59:28, 818 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი სანქციებზე - მოსამართლეების გულშემატკივარი არ ვყოფილვარ, მაგრამ პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და არევა უნდათ
მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცა არევა უნდათ, - ასე ეხმაურება ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. როგორც მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, ხელისუფლებას ობამას ადმინისტრაციამ "დაუშალა", რომ მოსამართლეების კორპუსს შეხებოდნენ. "მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ რა ხდება ახლა - პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცა არევა უნდათ. თურმე, საქართველოში იმ სასამართლოსთან შედარებით, რაც იყო, დიდი განსხვავებაა. და თუ დარჩენენ ეგ მოსამართლეები, კარგად იციან, რომ ობამას ადმინისტრაციამ დაუშალა ახალ ხელისუფლებას, რომ არ შეხებოდნენ მოსამართლეების კორპუსს. რა მივიღეთ? ქართველი ხალხი მათ გამო იჩაგრება. ქართველი ხალხის სახელით გამოდიან. მინდა გითხრათ, რომ მე ამერიკელებთან ყოველთვის საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა. დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მინდა, რომ ჩემს სახელმწიფოსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. აბსოლუტურად ყველასთან მინდა, რომ საუკეთესო ურთიერთობები გვქონდეს. ჩვენ არ ვართ ის ერი, ვიღაცის დაპყრობა მოვინდომოთ, მაგრამ ის ერიც არ ვართ, ერთის მონობიდან მეორის მონად ვიქცეთ", - აცხადებს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)