|
2023-04-07 13:03:35, 756 ნახვა
პოლიტიკა
სახ.დეპის მაღალჩინოსანი - დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ანონიმურობის პირობაზე დაყრდნობით, „ამერიკის ხმასთან“ იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც, სახელმწიფო დეპარტამენტმა, 4 ქართველ მოსამართლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. როგორც მედიასთან სატელეფონო საუბარში, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი განმარტავს, ის გადაწყვეტილება, რაც ვაშინგტონში მიიღეს, სანქცია არაა და მნიშვნელოვანია, რომ განსხვავება ამ ორს შორის მკაფიოდ იყოს განმარტებული. „ტექნიკურად ეს სანქციები არა, ეს ვიზის შეღუდვაა. მათ შორის განსხვავებაა. მაგალითად მაგნიტსკის გლობალური აქტის სანქციები, რომელიც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს აქვს მიღებული, გულისხმობს ფინანსურ სასჯელსაც. სანქციებს შეუძლიათ გაყინონ ასეტები, დაბლოკონ ფინანსური გადარიცხვები ამერიკის მოქალაქეს, თუ კომპანიებსა და სანქცირებულებს შორის და ა.შ ეს მხოლოდ ვიზის შეზღუდვებია“,- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის ექსპერტი. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ასევე განმარტავს, რომ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახებისთვის ამერიკაში მოგზაურობის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა და ის საქართველოს დასჯად არ ისახავს მიზნად. „ეს ქმედება აჩვენებს ჩვენს ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების სამომავლოდაც მხარდაჭერაში, ასევე იმის აუცილებლობას, რომ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა გადადგან საჭირო ნაბიჯები აუცილებელი რეფორმების გასატარებლად, რათა დარწმუნდნენ, რომ არსებობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. ჩვენ დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო“. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, დამოუკიდებელი სასამართლო და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთია. იმისთვის, რომ საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს 12-ივე მოთხოვნა უნდა შესრულდეს. „მინდა დავარწმუნო, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე ქართველი ხალხი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ნებისმიერი გზით, რომ შეასრულოს ის ნაბიჯები, რომელიც გასულ წელს ევროკავშირმა წარუდგინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტირება ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომლისკენაც ევროკავშირი "ქართულ ოცნების" მთავრობას მოუწოდებდა. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ეს ქმედება წაახალისებს "ქართულ ოცნებას", რომ გამოიძიოს და აღმოფხრვას კორუფცია, რომ გაატაროს საჭირო რეფორმები, რათა გარანტირებული იყოს მიუკერძოებელი სასამართლო და რომ ეს მოხდეს ინკლუზიურად“,- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)