11:07 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 09:07:00, 815 ნახვა

მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა.

როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, ბორელის ვიზიტი ჩინეთში 13-დან 15 აპრილამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდნენ.

ლიდერებმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, უკრაინაში ომის დასასრულებლად, რუსეთზე საკუთარი გავლენის გამოყენებისკენ მოუწოდეს. 

ჩინეთში მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ სახალხო რესპუბლიკას მშვიდობის დამყარებაში მთავარი როლი აქვს. მისივე განცხადებით, საფრანგეთი და ჩინეთი მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ომში ბირთვული იარაღი არ იქნება გამოყენებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics