16:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 15:59:11, 626 ნახვა

პოლიტიკა
მურუსიძე - ვფიქრობ, რომ აშშ-ის საელჩოში შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ

ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, რომ აშშ-ის საელჩოში შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულმა მოსამართლე, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მურუსიძის თქმით, საელჩოს მიზანი იმდენად დიდია, რომ შეიძლება სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ.

"ეს არის გათვლილი, არასამთავრობო ორგანიზაციებში არის ჟივილ-ყივილი, რომ სასამართლო სისტემაში წავა დაპირისპირება. გულწრფელად გითხრათ, იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, მგონი ისე მიდის სიტუაცია, რომ ის მიზანი, რასაც ეს სანქციები ითვალისწინებდა, რომ სასამართლოში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები, მოხდებოდა არეულობა და მოხდებოდა სასამართლოს დაქვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსადმი, მე მგონი, ეს, ალბათ, მეეჭვება მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ. იმდენად დიდი მიზანია მათი, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, რომ ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში და რაც ვერ მოახერხეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პარტიებმა, რომ ამოეწურათ იმედი და რომ მიხვდნენ, რომ ვერ მიაღწევდნენ მიზანს, საბოლოოდ ჯამში ვიმყოფებით",- განაცხადა მურუსიძემ.

შეგახსენებთ,  გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics