|
2023-04-06 12:51:02, 823 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - „ქართული ოცნების“ გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს - დატოვეთ გემი!
"ქართული ოცნების" გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს - დატოვეთ გემი! - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას. ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია "ხალხის ნების გაყალბებას" გააგრძელებს, სანქციები მომავალში სწორედ მას დაემუქრება. "უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის მთავრობამ. ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის ერთად დგომის შედეგი. დასავლეთმა ძალიან მკაფიოდ დაინახა, რომ ქართველ ხალხს არა უბრალოდ უნდა ევროკავშირი და ნატო, არამედ მზად არის, იბრძოლოს ამისთვის... დიახ, დღეს სანქცირებულია ოთხი მოსამართლე, მაგრამ კიდევ მეტს მოუწევს სანქცირება თუ ისინი ხალხის ნების გაყალბებას შეეცდებიან. ჩვენს გვერდით არის აშშ, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა და ჩვენს ერთიანობას აქვს ასეთი პასუხი და ეს მხოლოდ დასაწყისია. მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს - შეეშვით ხალხის ნების გაყალბებას. "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა ყოველგვარი მორალური საფუძველი, რომ მას ერქვას საქართველოს ხელისუფლება. იცოდეთ, რომ თუ გააგრძელებთ ხალხის ნების გაყალბებას, შემდეგი იქნებით თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი გარემოცვა. დღეს, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მშვიდობიანად დაიწყოთ მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნება ხალხისთვის... კიდევ ერთხელ ვამბობ - "ქართული ოცნების" გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს - დატოვეთ ეს გემი!" - განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)