|
2023-04-05 23:18:18, 1017 ნახვა
საზოგადოება
მიიღე ორთოპედიული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია infomedical - ის საშუალებით
ორთოპედიული პროდუქტები სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთებია, რომლებსაც ჩვენ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების დროს ვიყენებთ. ორთოპედიული პროდუქტები შესაძლოა დაგვჭირდეს როგორც რომელიმე დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში, ასევე კონკრეტული დაავადების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით. ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სამედიცინო პორტალზე - infomedical.ge. გარდა ამისა, ვებგვერდის საშუალებით შეძლებთ მიიღოთ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია ორთოპედიული ნივთების გამოყენებისა და საჭიროებების შესახებ. ეს მიმართულება მოიცავს: ❖ ფიქსატორები - განკუთვნილია სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის და მათი ძირითადი დანიშნულებაა ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდოს სახსრის მოძრაობა. მათ შორის ყველაზე მოთხოვნადია: ● ტერფის ფიქსატორი - ტერფის ან წვივის ტრავმების, სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია წვივის დაზიანებებისა და ქუსლის დეზის დროს, ასევე ტერფის ფიქსატორებს ხშირად გამოიყენებენ ბურსიტის საწინააღმდეგოდაც ● კისრის ფიქსატორები - იდეალურია ოსტეოქონდროზის, კისრის არეში მალთა-შუა დისკის თიაქრისა და სხვა ტრავმების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. ❖ ორთოპედიული ბალიშები ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისა და ორთოპედიული პრობლემისთვის არსებობს. აღნიშნული პროდუქცია ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზიციონირებას. მათ შორის მოთხოვნადია: ● ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ. ● კისრის ორთოპედიული ბალიში - გამოიყენება ოსტეოქონდროზის, ცერვიკლაური კიფოზის, მალთა-შუა დისკის თიაქრისა და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს. კისრის ორთოპედიული ბალიშები ეფექტურია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც აქვს დარღვეული ძილის რეჟიმი. ❖ ვარიკოზის მოვლის საშუალებები - რამდენიმე კლასი არსებობს: პირველი კლასი (პირველი კომპრესია) - გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავდების მსუბუქი ფორმის დროს. მეორე და მესამე კლასის (კომპრესიის) გამოყენება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი. ეს პროდუქცია ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს. ზოგიერთი მათგანის გამოყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნითაც, ვარიკოზის მოვლის საშუალებების გამოყენება ეფექტურია ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. მათ შორის მოთხოვნადია: ● ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. ● მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)