14:53 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 23:15:59, 980 ნახვა

საზოგადოება
ტერფის კვლევა „ახალ ხედვაში“

ტერფი რთული, სტრუქტურული ერთეულია, რომელიც შედგება 26 ძვლის, 33 სახსრისა და 100-ზე მეტი რბილქსოვილოვანი ერთეულისგან. ტერფი უზრუნველყოფს ჩვენი სხეულის სიმყარესა და სტაბილურობას. რაც შეეხება ტერფთან დაკავშირებულ პრობლემებს, დღესდღეობით, საზოგადოებაში ყველაზე მეტად გავრცელებულ ტერფის პრობლემას ბრტყელტერფიანობა მიეკუთვნება. ბრტყელტერფიანობა არის ვიზუალურად გამოხატული თაღისა და ტერფის სხვადასხვა ნაწილების დახრა, დაწევა. ბრტყელტერფიანობა შესაძლოა იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. გარდა ბრტყელტერფინობისა, ტერფთან დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემებს მიეკუთვნება:

●      კოჭ-ქვედა არასტაბილურობა;

●      კოჭის ძვლის გადახრა თავისი ორბიტიდან;

●      მეტატარზალური ძვლებისა და ფალანგების პრობლემები;

●      ქუსლთან დაკავშირებული სხვადასხვა დაზიანებები;

●      ვარუსული და ვალგუსური ტერფი.

მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის ეტაპი კომპლექსურად წარიმართოს. ტერფზე სხვადასხვა სახის დაზიანების არსებობის დროს აუცილებელია, პირველ რიგში, ექიმთან დროული ვიზიტის დაჯავშნა, რათა დადგინდეს ტერფის როგორც სტრუქტურული, ასევე ბიო-მექანიკური პრობლემები.  ამის შემდეგ ხდება  ტერფის რენტგენოგრაფია ფუნქციური დატვირთვით, ტერფის სკანირება - პლანტოგრაფია, დგომისა და სიარულის ბიომექანიკის შესწავლა. აღნიშნული პროცედურების შემდეგ კი გადავდივართ უშუალოდ მკურნალობის ეტაპზე, არსებობს როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მკურნალობის მეთოდი. კონსერვატიული მეთოდი მოიცავს: წვივის კუნთების გაძლიერებასა და სრულფასოვან რეაბილიტაციას, ვინაიდან სწორედ ეს კუნთებია პასუხისმგებელი ტერფის სწორი ფუნქციონირებისა და ბიომექანიკის აღდგენისთვის. დამხმარე საშუალებები - სუპინატორები, რომლებიც აფიქსირებს ტერფს ანატომიურად სწორ მდგომარეობაში.

კომპანია „ახალი ხედვის“ კლინიკა მომხმარებლებს უკვე რამდენიმე წელია უმაღლესი ხარისხის კვლევასა და სერვისს სთავაზობს. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე, ულტრა-სენსორული აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რაც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას,  უფრო ზუსტად კი უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც საშუალებას იძლევა, დაისვას სწორი დიაგნოზი და დამზადდეს ინდივიდუალური, უშუალოდ პაციენტის ტერფზე მორგებული ღაბაში, რომელიც უფრო ეფექტურია ყოველი ინდივიდუალური პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის. კომპანია „ახალი ხედვის" კლინიკაში ტერფის დიაგნოსტიკა ხდება იტალიური ფირმა Diasus-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება  ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვან დეტალების შესახებ სრულსა და ამომწურავ ინფორმაციას იძლევა. კვლევა ძირითადად ტარდება 3-4 წლიდან. კვლევის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი იწონიდეს მინიმუმ 20-21 კილოგრამს. ტერფის დიაგნოსტიკაზე დეტალური ინფორმაციისთვის და პროცედურაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ: 577 32 78 03

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics