|
2023-04-05 21:55:55, 761 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი მოსამართლეების დასანქცირებაზე - ეს არის დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური და კორუფციული სასამართლო
ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური და კორუფციული სასამართლო, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების ფაქტი. მისივე თქმით, ყევლა ის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის, პოლიტიკურად მოტივირებული საასმართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები. "ცნობილი საქართველო რუსმა ოლიგარქმა მსოფლიოს გააცნო როგორც სამარცხვინო, კორუფციული, კლანური მმართველობის სასამართლო სისტემით, სამარცხვინო, ანტიდასავლური რიტორიკით, სამარცხვინო რეპრესიებით, პუტინისტობით. აი, ასე გააცნო რუსმა ოლიგარქმა ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს. ამასობაში, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება არის ისტორიული და უპრეცედენტო. ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის აი ამ კორუფციული, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები. ეს ნაბიჯი ჩვენი პარტნიორებისგან არის ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა. მხარდაჭერა იმ გზის, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. და ეს კონკრეტული გზავნილი დიახ, არის ქართველი ხალხის მონაპოვარი. ქართველი ახალგაზრდების მონაპოვარი, რომლებმაც 7-9 მატს დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია", - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)