15:06 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 14:38:23, 649 ნახვა

საზოგადოება
ნიკოლას რალო - თქვენ ხართ მსოფლიო აეროპორტების დიდი ოჯახის წევრი ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურით, ტექნიკური საშუალებებითა და აღჭურვილობით

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორი ნიკოლას რალო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორს, ირაკლი ქარქაშაძეს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ქარქაშაძემ პრეზენტაციის სახით საქართველოში ავიაციის ბაზრის განვითარება და აეროპორტების ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები მიმოიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

უწყების ცნობით, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორმა დადებითაც შეაფასა ყველა ის პროექტი, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოს აეროპორტებში ხორციელდება.

,,თქვენ ხართ მსოფლიო აეროპორტების დიდი ოჯახის წევრი ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურით, ტექნიკური საშუალებებითა და აღჭურვილობით. ყველა თქვენი მოქმედი აეროპორტი სერტიფიცირებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და იქ არსებული სტანდარტები სრულად შეესაბამება ICAO-ს მოთხოვნილ რეკომენდებულ საერთაშორისო პრაქტიკას და მოთხოვნებს,-“განაცხადა ნიკილას რალომ.

საუბრისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა აღნიშნა, რომ წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს და მილიონ მგზავრს გადააჭარბებს. ირაკლი ქარქაშაძემ ასევე, იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაც უახლოეს მომავალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების კუთხით E gate, self-check in-ისა და fast track-ის სახით დაინერგება.

ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორთან შეხვედრას, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში გაიმართა, კომპანიის მენეჯმენტი და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან კარანაძე ესწრებოდა. ნიკოლას რალო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics