11:08 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 13:34:46, 810 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში ჩავიდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში ჩავიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას deutsche welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპელი ლიდერები ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, სავაჭრო მოლაპარაკებები და კლიმატთან დაკავშირებულ საკითხები იქნება. ასევე, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი პეკინთან, როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორთან, ურთიერთობის აღდგენაა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი აპირებს, რომ სი ძინპინს რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ჩინეთის გავლენების გამოყენება სთხოვოს.

"ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია მყისიერი და რადიკალური გავლენა მოახდინოს კონფლიქტზე, ამა თუ იმ მიმართულებით“,- განაცხადა მაკრონის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიზიტის წინ.

ცნობისთვის, ემანუელ მაკრონი ჩინეთში 2019 წლის შემდეგ არ ყოფილა, ხოლო ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის ეს პირველი ვიზიტია, ევროკომისიის პრეზიდენტის რანგში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics