11:08 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 11:30:41, 797 ნახვა

მსოფლიო
სენატორი მით რომნი - არავინ დგას კანონზე მაღლა, არც ყოფილი პრეზიდენტები, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია

არავინ დგას კანონზე მაღლა, არც ყოფილი პრეზიდენტები, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, - ასე ეხმაურება "რესპუბლიკელი" სენატორი მით რომნი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას.

მით რომნის განცხადებით, ნიუ-იორკის პროკურატურის გადამეტებული ქმედებები  მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის. 

„არავინ დგას კანონზე მაღლა, არც ყოფილი პრეზიდენტები, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. პროკურორის გადამეტებული ქმედებები ქმნის საშიშ პრეცედენტს პოლიტიკური ოპონენტების კრიმინალიზაციისთვის და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისადმი“, - ამბობს მით რომნი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ დააკავეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ტრამპს ბრალი 34 მუხლით აქვს წაყენებული. ერთ-ერთი ბრალდების მიხედვით, 2016 წლის არჩევნების დროს, მან პორნომსახიობ სტორმი დენიელს 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ მასთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე საუბარი შეეწყვიტა. ექსპრეზიდენტის ბრალდებებს შორის ბიზნესდოკუმენტაციის ფალსიფიცირებაცაა. 

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი წარდგენილი ბრალდებებიდან არც ერთს არ აღიარებს. მომდევნო სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს ჩაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics