|
2023-04-04 13:16:28, 825 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სტატუსის მიღებაზე - პროგნოზებს მოვერიდებით - უკვე გვაქვს ცუდი გამოცდილება, დაველოდოთ დეკემბერს
ჩვენ პროგნოზების გაკეთებას მოვერიდებით - უკვე გვაქვს ცუდი გამოცდილება, დაველოდოთ დეკემბერს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს, ოპოზიცია კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო სტატუსის გარეშე დარჩეს. "ჩვენ ველოდებით დეკემბერს. დეკემბერში გადაწყდება კანდიდატის სტატუსის საკითხი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს საპირისპირო - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. უფრო მეტიც - ისინი ელოდებიან დეკემბერს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რათა ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის შემოტანისთვის. ჩვენ პროგნოზების გაკეთებას მოვერიდებით, არ ვიცით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს რომ იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უპირობოდ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ გვაქვს უკვე ცუდი გამოცდილება შარშანდელი ივნისიდან, როცა ქვეყანას უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმედი გვაქვს, წელს დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, თუმცა დაველოდოთ დეკემბერს", - აცხადებს ირაკლი კობახიძე. შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. მიმდინარე კვირაში კი, "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისია მაისში გამოაქვეყნებს განახლებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის შესახებ და წინასწარი ვარაუდოთ, საქართველოსთვის კანიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციას გასცემს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)