|
2023-04-03 16:22:22, 924 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი - ტატარსკის მკვლელობა უკრაინელმა სპეცსამსახურებმა, ნავალნის მხარდამჭერების მონაწილეობით დაგეგმეს
რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობა უკრაინელმა სპეცსამსახურებმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების მონაწილეობით დაგეგმეს,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტატარსკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დარია ტრეპოვა ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი მხარდამჭერია. "2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ცნობილი ჟურნალისტის, ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ, აგენტების მონაწილეობით, რომლებიც ნავალნის ე.წ. ანტიკორუფციულ ფონდთან თანამშრომლობენ. მისი აქტიური მხარდამჭერია დაკავებული დარია ტრეპოვა",- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პარასკევს სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქება მოხდა, რომლის მსხვერპლი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი გახდა. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 25 ადამიანი, 24 კი ჰოსპიტალიზებულია. აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)