|
2023-04-03 15:49:29, 847 ნახვა
საზოგადოება
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში დამატებით, 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთო
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე რეაბილიტაციის ცენტრ „ფაზლს“ ეწვივნენ. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტუმრებმა თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ჩართულ პირთა ნამუშევრების გამოფენა და სხვადასხვა თერაპიული სეანსისთვის საჭირო ახალი სივრცეები დაათვალიერეს. მათივე ცნობით, თბილისის მერიის პროგრამაში მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში კიდევ 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთო. რეაბილიტაციის ცენტრ „ფაზლში“ კი სეანსებს დამატებით, 80 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. დღეიდან მერიის პროგრამით საჭირო სეანსები უკვე 1 850 ბენეფიციარს უფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი 7 383 000 ლარს შეადგენს. „მუნიციპალიტეტის მერიამ აპრილიდან პროგრამის ვაუჩერის ღირებულებაც გაზარდა და ერთი ბავშვის და მოზარდის ყოველთვიური დაფინანსება 400 ლარის ნაცვლად, 450 ლარი გახდა. პროგრამას სერვისის მიმწოდებელი ცხრა დაწესებულება ემსახურება და მოსარგებლე პირები საჭირო სეანსებს უწყვეტ რეჟიმში იღებენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)