18:12 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 13:38:21, 740 ნახვა

საზოგადოება
ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ!

ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს.

ოქრიაშვილის თქმით, ერთადერთი სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მმართველობაში გადაცემა იქნება.

"კიდევ ერთხელ ვეხმაურები რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს - ამ საკითხზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მმართველობაში. სამედიცინო უნივერსიტეტი და რესპუბლიკური საავადმყოფო გვერდიგვერდ სწორედ იმის გათვალისწინებით აშენდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყო  ქართული მედიცინის მთავარი სასწავლო ბაზა.

საკითხი, ეს შენობა დაინგრეს, თუ მოხდეს მისი რენოვაცია, უნდა გადაწყვიტოს სამედიცინო უნივერსიტეტის და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროცესი უნდა წარიმართოს ეტაპობრივად და იმგვარად, რომ სამედიცინო მომსახურება და სტუდენტების აღზრდა არ შეჩერდეს და არ შეფერხდეს.     

მითქმა-მოთქმა ისმის იმაზეც, რომ ქალაქის ცენტრში არსებული 8  ჰექტარი ფართობის ტერიტორია, რომლის მინიმალური ღირებულება 80-100 მილიონი დოლარია, სასურველი ლუკმაა და არსებული შენობის დანგრევის შემდეგ, იქ საავადმყოფო აღარ აშენდება. საზოგადოებამ ისიც იცის, როგორ ღიად და ურცხვად არის ჩაბმული „ქართული ოცნება“ სისტემურ კორუფციაში. ასე რომ, გამორიცხული არაფერია. ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ!" - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.      





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკის Businesscourse.ge-ზე უკვე 70-მდე უფასო კურსი ხელმისაწვდომია
“მოიწვიე ფინედუ კლასში” - საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics