|
2023-04-02 11:12:43, 893 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი - მოქალაქე იგრძნობს, რომ სახელმწიფო არეგულირებს ფარმაცევტულ ბაზარს
„მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობაზე გაიგზავნა. ვფიქრობ, რომ მალე მოხდება განხილვა და მოქალაქე იგრძნობს, რომ სახელმწიფო არეგულირებს ფარმაცევტულ ბაზარს", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გასულ თვეებში, ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასი ხელოვნურად გაიზარდა და აღნიშნა, რომ განახლებული კანონპროექტი, სწორედ მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად შემუშავდა. მისივე თქმით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, უწყებას დარღვევებზე უფრო ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობა მიეცემა. „საქართველოს მაგალითი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაგალითი იქნება სოციალური პასუხისმგებლობის, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან",- აღნიშნა მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფომ 1 100 მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი უკვე დაადგინა - უწყება, ამ მიმართულებით გაწერილ გეგმას მიყვება და რეფერენტული ფასი, სხვა პრეპარატებზეც დაწესდება. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პარალელურად, ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, პირდაპირ შესყიდვებზე მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, კონკრეტულ ქვეყნებში, ვიზიტებიც დაიგეგმება. „მარტივად რომ აგიხსნათ, ონკოლოგიურ პაციენტს, წლის განმავლობაში აქვს ლიმიტი - 25 000₾. ადრე თუ ყიდულობდა 10 კოლოფს, მას შემდეგ რაც ფარმაცევტულმა კომპანიებმა ეს წამლები გააძვირეს, იყიდის 3-4 კოლოფს და აქედან გამომდინარე, ეს ლიმიტი ძალიან სწრაფად ამოიწურება. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მწარმოებელთან პირდაპირი შეთანხმებები გვექნება, ძველ ნიშნულთან შედარებით ეს ფასები კიდევ უფრო გაიაფდება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს, წლის განმავლობაში საჭირო მედიკამენტებზე სრულად დავუკმაყოფილოთ მოთხოვნა", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მწარმოებელთან პირდაპირი კონტრაქტების შემთხვევაში, ონკოლოგიური პრეპარატების შესყიდვა, 40-50%-მდე ნაკლებ ფასად გახდება შესაძლებელი, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, პაციენტისთვის, პრეპარატებზე განსაზღვრული ლიმიტი სრულად მოხსნას.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)