|
2023-04-01 21:02:07, 1292 ნახვა
პოლიტიკა
კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
მთავრობის კანცელარიასთან დაკავებული აქტივისტის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები "ევროპული საქართველო" და მისი პარტნიორი ორგანიზაციები არიან. პროტესტს უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, მესამე სექტორის, მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ახლაგაზრდების ერთადერთი მოთხოვნა ხელისუფლების მიერ დაანონსებული რეპრესიების შეწყვეტა და მათი თანატოლის ციხიდან გამოშვებაა. იურისტი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოება ხელისუფლების რეპრესიებს ერთად დგომით უნდა დაუპირისპირდეს. მისი თქმით, ერთი და ორი აქტივისტის დაკავებით "ოცნება" ხალხის პროტესტს ვერ ჩააქრობს. "პუტინისტური კანონის მიღებას საზოგადოებამ უპასუხა მწვავე ლეგიტიმმური პროტესტით. ხელისუფლებამ უკან დაიხია, თუმცა ახლა ცდილობს, რომ შური იძიოს პროტესტის მონაწილეებზე, აქტივისტებზე. ამისთვის მათ გადაწყვიტეს, რომ სამაგალითოდ დასაჯონ ლაზარე გრიგორიადისი. აქცენტი გააკეთეს თან ჩაცმულობასა და გარეგნობაზე, რახან უმრავლესობას არ ჰგავს, ამ შემთხვევაში, დაკავებული აქტივისტი და მათი განზრახვა არის ასეთი პრიმიტიული და ჩვენი საზოგადოების ვალდებულებაა, რომ ამას დავუპირისპირდეთ. ცეცხლს თუ ვინმე ეთამაშება, ეს არის საქართველოს ხელისუფლება და თუ ჰგონიათ, რომ 1 ან 2 აქტივისტის დაკავებით და პატიმრობის შეფარდებით პროტესტს ჩააქრობენ და ქართველი ერის სურვილს და მისწრაფებას შეცვლიან, მწარედ ცდებიან, - ამბობს ოთარ კახიძე. შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება. შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)