12:17 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 23:52:22, 1325 ნახვა

მსოფლიო
BBC - დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო მოსმენა 4 აპრილს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო მოსმენა სამშაბათს, 4 აპრილს გაიმართება. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სასამართლოს პრესსპიკერმა განაცხადა.

დონალდ ტრამპისთვის მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა  კოლეგიამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა. 

საქმის დეტალების მიხედვით, 2016 წლის არჩევნების დროს, დონალდ ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე საუბარი შეეწყვიტა. 

ზემოთ ხსენებულ ბრალდებას ბრალდებული ექსპრეზიდენტიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმისთვის, რომ აშშ "კვლავ დიდებული გახდეს", "ცრუ დემოკრატები ოფისებიდან უნდა გააძევონ".

"ვფიქრობ, კუდიანებზე ნადირობა მძიმე დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს. ამერიკელი ხალხი კარგად ხვდება, რას აკეთებენ აქ რადიკალი მემარცხენე დემოკრატები. ყველა ხედავს ამას. ამიტომ, ჩვენი მოძრაობა და პარტია არის ძლიერი და ერთიანი. ჩვენ ჯერ ელვინ ბრეგს დავამარცხებთ, შემდეგ კი ჯო ბაიდენს. ჩვენ ვაპირებთ, თითოეული ეს ცრუ დემოკრატი ოფისებიდან გავაძევოთ იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics