19:32 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 18:30:14, 1046 ნახვა

პოლიტიკა
ბაიდენი WSJ-ის განცხადებაზე - აშშ-დან რუსი დიპლომატებისა და ჟურნალისტების გაძევებას ჯერ არ ვგეგმავთ

ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან რუსი დიპლომატების ან ჟურნალისტების გაძევებას ჯერ არ გეგმავს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, Wall Street Journal-ის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, გაზეთი აშშ-დან რუსეთის ელჩისა და რუსი ჟურნალისტების გაძევებას მოითხოვდა. 

ამასთან ერთად ჯო ბაიდენმა, რუსეთის მთავრობას Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის  გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

როგორც WSJ-ის განცხადებაშია აღნიშნულია, რუსეთის მიერ Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავება აძლიერებს კრემლის ჩვევას ამერიკელების მძევლად აყვანის შესახებ, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ცივილიზებული ერების საზოგადოებას შორდება.

ცნობისთვის, რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერშკოვიცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა (ჯაშუშობა) აღძრული. 

დღევანდელ განცხადებაში Wall Street Journal- მა აშშ-დან რუსეთის ელჩისა და რუსი ჟურნალისტების გაძევება მოითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics