|
2023-03-31 17:11:50, 1309 ნახვა
პოლიტიკა
ენმ - ლაზარე გრიგორიადისის დაკავება ახალგაზრდების დისკრედიტაციისა და დაშინების ლოგიკური გაგრძელებაა
21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავება ახალგაზრდების დისკრედიტაციისა და დაშინების ლოგიკური გაგრძელებაა, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 21 წლის გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. როგორ ენმ-ის განცხადებაშია ნათქვამი, “ქართულ ოცნებას” რუსული კანონის გაწვევით, რუსულ სტილში ადამიანების დაშინებაზე უარი არ უთქვამს. "ხელისუფლება, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ცდილობს იმ ახალგაზრდების დისკრედიტაციას, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსული კანონის მიღებას საქართველოში. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებაც სწორედ ახალგაზრდების დისკრედიტაციისა და დაშინების ლოგიკური გაგრძელებაა. “ქართულ ოცნებას” რუსული კანონის გაწვევით, უარი არ უთქვამს რუსულ სტილში ადამიანების დაშინებაზე, მათ დევნაზე. მმართველმა პარტიამ მიიჩნია, რომ რუსული კანონის მიღებით გამოწვეულ სახალხო მღელვარებას ვერ ჩააცხრობდა აქციების დაშლით, ამიტომ საზოგადოებასთან ბრძოლის გზად აქციის მონაწილეების ინდივიდუალური „სამართლებრივი პასუხისმგებლობის“ გზა აირჩია. “ქართულმა ოცნებამ” უღალატა "გავრილოვის ღამის" შემდეგ დადებულ პირობას, სრულად პროპორციული არჩევნების შესახებ; საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა შარლ მიშელის შეთანხმებაც. ისინი დღესაც აგრძელებენ სახელმწიფო ინტერესების საბოტაჟს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს 9 აპრილის აქციის მნიშვნელობაში. გუშინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, რომელიც თავად არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ქვეყნის ევროპული ორიენტაციის ცვლილებისა, ისაუბრა აწ უკვე დაკავებული ლაზარეს “არეულ ორიენტაციაზე”, რასაც თან სდევდა ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიის ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ სიძულვილზე დაფუძნებული კამპანია. ერთის მხრივ, “ქართულ ოცნებას” დაქვემდებარებული სატელევიზიო არხები და მეორეს მხრივ, მათ მიერ დაქირავებული ტროლ-ბოტები თუ ექსპერტები აქტიურად მიუთითებდნენ როგორც ლაზარეს გარეგნობაზე, ისე მის არაქართულ გვარზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და “ქართული ოცნების”სხვა ლიდერების მიერ წარმოებული სიძულვილის კამპანია, კიდევ უფრო გვაშორებს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს ადამიანების გარიყვას და მათ მიმართ სიძულვილის კამპანიის წარმოებას, ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ლაზარე გრიგორიადისი და არც სხვა რომელიმე ახალგაზრდა იყოს დაუცველი ხელისუფლების უკვე დაანონსებული და მიმდინარე რეპრესიებისგან",- ნათქვამია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში. ცნობისთვის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ცოტა ხნის წინ შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არჩილ კალატოზიშვილმა მიიღო. "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)