|
2023-03-31 10:34:58, 1780 ნახვა
საზოგადოება
ვაკო ჭილაშვილი - საქართველო რეგიონში ავიაციის კუთხით ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა
„საქართველოს ავიაცია: ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე“- ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა საავიაციო უნივერსიტეტში, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა გახსნა. პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო საქართველოს ბიზნეს და კომერციული ავიაციის სექტორის ზოგად მიმოხილვას. ვაკო ჭილაშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში ავიაციის კუთხით ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ,,საქართველო, ბოლო პერიოდში რეგიონში ავიაციის კუთხით, ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა. ეს არის ძალიან საინტერესო ბაზარი, რომელსაც უდიდესი შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები გააჩნია. ყველაზე დიდი დარტყმა ავიაციამ COVID 19-ის დროს განიცადა, რამაც სექტორი დაახლოებით 10-15 წლით უკან დახია. თუმცა, საქართველოში მგზავრთნაკადის აღდგენის დინამიკა იმაზე უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე საერთაშორისო ექსპერტები და სხვადასხვა საავიაციო ორგანიზაციები ვარაუდობდნენ. პანდემიის ფონზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბაზარზე შემოვიყვანეთ საქართველოსათვის სრულიად ახალი ავიაკომპანიები და საფუძველი ჩაეყარა ახალ მიმართულებებს,-‘’განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა. „საერთაშორისო კონფერენციაზე ქართული და უცხოური ავიაბაზრის შესახებ პრეზენტაციები საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანმა, ავიაკომპანია VIP AVIATION წარმომადგენელმა, ასევე, რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ წარმოადგინა. საქართველოში ღონისძიება ბრიტანული კომპანია AEROPODIUM-ის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც საავიაციო მიმართულებით კონფერენციების და სემინარების ჩატარების გამოცდილება მსოფლიოს 37 ქვეყანაში აქვს. კონფერენციას კომპანიების “JSSI” - ის და "IALGD"-ის მხარდაჭერით, საავიაციო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიებაში საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, საქართველოში მოქმედი ქართული და უცხოური ავიაკომპანიები მონაწილეობდნენ. მათ, შორის ახლახანს დაარსებული ქართული ავიაკომპანია AIR IVERIA, რომელიც ბაზარზე ოპერირებას 2024 წლიდან გეგმავს.“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)