2023-03-30 21:30:51, 1485 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინმა საგაზაფხულო გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას 2023 წლის აპრილ-ივლისში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
საგაზაფხულო გაწვევა დაიწყება 1 აპრილს და გაგრძელდება 15 ივლისის ჩათვლით, გაწვევა შეეხება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს 18-დან 27 წლამდე.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამდროინდელი მონაცემებით გაწვევა რუსეთის 147 000 მოქალაქეს შეეხება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,