|
2023-03-30 17:17:00, 2111 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატის განცხადებით, სქესობრივ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და საჭიროა მისი სტაციონარში გადაყვანა
შიდა ქართლში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დაკავებული 63 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ბრალდებულის უფლებადამცველის, თამარ თედლიაშვილის განცხდებით, მამაკაცის მდგომარეობის დამძიმება, სავარაუდოდ, გულის პრობლემებს უკავშირდება. როგორც თედლიაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას აღნიშნა, სქესობრივ დანაშაულში ბრალდებული ცუდად წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბრალის წარდგენამდე გახდა. "გამომძიებელთან ერთად გამოვცხადდი დროებითი მოთავსების იზოლატორში, რათა მომხდარიყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის წარდგენა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე და გარდაუვალია და აუცილებელი მისი სტაციონარში გადაყვანა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ეხება გულის პრობლემებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამომდინარეობს იმ სტრესიდან, რომელი სტრესიც, ნერვიულობაც და ფაქტობრივად, დარტყმაც ამ ადამიანმა მიიღო ცრუ დასმენიდან გამომდინარე", - აცხადებს თამარ თედლიაშვილი. შეგახსენებთ, 60 წელს გადაცილებულ მამაკაცს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)