20:31 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 13:33:31, 1137 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - დაკავებულ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, არც „დროას“ წევრია, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ

ახლა დაკავებულ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, არც "დროას" წევრია, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ, - ასე ეხმაურება "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დააკავებას. 

ხოშტარიას თქმით, ბრიუსელში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ დემონსტრანტების დაცვა იყო.

"მარტის მოვლენებში ერთადერთი მოძალადეც და მოღალატეც არის "ქართული ოცნება", ვინც მიიტაცა პარლამენტი, იძალადა კონსტიტუციაზე და იძალადა ხალხზე.

ახლა დაკავებულ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, არც "დროას" წევრია, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ.

ახლა ვეძებთ კონტაქტებს ოჯახთან და მათი სურვილოსამებრ, მათ გვერდში ვიქნებით.

ბრიუსელში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ დემონსტრანტების დაცვა იყო და ქვეყნის გარედანაც და შიგნიდანაც დავიცავთ მათ!", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, გუშინ, 29 მარტს "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics