20:31 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 14:17:31, 691 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გილაური - ჩემ შესახებ გაკეთებული განცხადება არის სრული სიცრუე

გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე,- ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური "კანონი და სამართლის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე გაერთიანდებიან.

როგორც გილაური სოციალურ ქსელში წერს, ერთადერთი სიმართლე რაც ეთერიდან მოისმინა, არის ის რომ 2009-2012 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

"10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არც ერთი ინტერვიუ პოლიტიკურ თემაზე არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგარამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“, ვწერ - აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართელოს პრემიერ-მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული", - წერს ნიკა გილაური "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ნიკა გილაურის მიერ ახალი პარტიის შექმნის საკითხზე გუშინ, 28 მარტს ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.

"2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, პრემიერად იყო ვინმე ნიკა გილაური. 2015 წელს, 120 მილიონ დოლარად გილაურმა იყიდა წლის კომპანია იმ ვალდებულებით,  რომ 240 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა და კიდევ იყო ვალდებულება, რომ არ გაძვირდებოდა წყლის ტარიფი. არც ერთი ვალდებულება არ სრულდება. 2016 წელს, იხსნება ეს ვალდებულება ანუ სახელმწიფო თვითონ იზარალებს თავს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი პრემიერის გამო... ცოტა ხანში იყიდება 230 მილიონ დოლარად და ყიდულობს ესპანური კომპანია. ანუ ვალდებულებას იხსნის. 240 მილიონს რომ გაჩუქებენ, როცა უნდათ, შეგაქმნევინებენ პარტიას. ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც წევრიანდება ნიკანორ მელია და ხატია დეკანოიძე", - განაცხადა ჩარკვიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics