|
2023-03-28 16:19:55, 786 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე სააკაშვილზე - პაციენტი 64 კგ-ს იწონის - წინა მონაცემთან შედარებით მომატებულია
დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კგ-სა და 400 გრამს. ეს არის წინა მონაცემთან შედარებით მომატებული,- ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტი სამკურნალო პროცედურებსა და მედიკამენტების მიღებაზე ისევ უარს აცხადებს. "ვერ იღებს პაციენტი საკვებს, თუმცა იღებს ბევრად უფრო ძნელად ასათვისებელ საკვებს, ვიდრე ჩვენ ვთავაზობთ. უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე. ყველაფერი - ყველა მისი მოძრაობა, ყველა მისი უარი, თანხმობა ფიქსირდება სამედიცინო ბარათში. მედიკამენტებზე, სამკურნალო დანიშნულებასა და სამკურნალო პროცედურაზე უარს ამბობს", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. ცნობისთვის, დღეს, 28 მარტს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილის წონა 58 კგ-ია.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)