21:32 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 15:13:48, 771 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი ნორვეგიის ელჩის დაბარებაზე - სერიოზული სირცხვილია ჩვენი ქვეყნისთვის

ის, რაც დღეს იკადრეს, არის სერიოზული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის დაბარებას.

როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ხაბეიშვილმა განაცხადა, "რუსულ ოცნებას" ქვეყანაში არსებული პრობლემების ნაცვლად, ნორვეგიელების მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების საკითხი "ანერვიულებს".

"ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს "რუსული ოცნება", მათ ანერვიულებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდო, რომელიც გადასცეს ნორვეგიელებმა. დღეს ვნახეთ ჩვენ არაადეკვატური დადმოკიდებულება რუსული პარტიის, "რუსული ოცნების" რომელმაც ნორვეგიის ელჩი დაიბარა, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემისთვის... ის, რაც დღეს იკადრეს, არის სერიოზული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ნორვეგის ელჩი ამის გამო დაიბარეს", - ამბობს ხაბეიშვილი. 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს.

აღნიშნულს გუშინ, 27 მარტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო".

ღარიბაშვილის ეს განცხადება შეაფასა ნორვეგიის ელჩმა. ჰელენ სანდ ანდრესენმა თქვა, რომ  სააკაშვილის ტერორისტ ბრეივიკთან შედარება "უაღრესად უადგილოა".

ნორვეგიის ელჩი აღნიშნული განცხადების გამო, დღეს, 28 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics