22:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 12:54:06, 796 ნახვა

საზოგადოება
მაია ასათიანი - დროა, გავბედო მეც! ME TOO! ოღონდ, ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს

ჟურნალისტი მაია ასათიანი აცხადებს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სექსუალურად ავიწროებდნენ.

ასათიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სძულს ის შიში, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გაჩუმებას აიძულებდა. 

"პირველი განცდა, ამ დროს რომ გეუფლება, არის ეჭვი, იქნებ მოგეჩვენა, იქნებ რაღაც არასწორად გაიგე, იქნებ ხელი უფროსი მეგობარივით შეგახო, მეორედ, მესამედ და კიდევ უამრავჯერ რომ მეორდება, საშინელი დამცირების გრძნობა გაქვს, რატომ შენ, შენ რატომ გაგიბედეს ასე ურცხვად, ასე პირდაპირ... მერე ამაზრზენი სირცხვილის გრძნობა გიპყრობს, ცდილობ თავი დაიცვა, დერეფანში რომ დაინახავ, კედელს ეკვრი, სადმე შორს თუ მოკრავ თვალს, სწრაფად გარბიხარ, საქმიანი გადაკვეთა თუ გიწევს, რამდენიმე მეტრიან დისტანციას იჭერ და ხელები მომუშტული გაქვს, ცდილობ, არასოდეს დარჩე მასთან ერთად კაბინეტში მარტო... მერე პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქმეში ხელს შეგიშლიან თუ არ...

რატომ დუმან წლების მანძილზე ამაზე ქალები? იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვერ პატიობ, ეს რომ გაგიბედეს, იმიტომ, რომ, როცა პირველად გავბედე და სხვა კოლეგა მამაკაცებს ვუთხარი, ვუთხარი იმიტომ, რომ დავეცავი, საპასუხოდ ღლიცინი მივიღე. მერე წლები გავიდა, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი გავხდი, ჩემს გარშემო ამ მამაკაცის შევიწროვებული სხვა ქალებიც ვნახე. ყველას სძულდა მისი ცხოვრების ის მონაკვეთი, არც ერთ მათგანს არ უნდოდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. ვერ გავბედე მეც. მძულს ჩემში ის შიში, ამდენი ხანი გაჩუმებას რომ მაიძულებდა, ერთმა პატარა გოგომ გაბედა, დროა გავბედო მეც! ME TOO!!! ოღონდ, ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს!",- წერს ასათიანი.

ცნობისთვის, 20 მარტს, ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. ჯაბუას შემდეგ, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართაც, რომელმაც 2016 წელს, რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics