|
2023-03-28 12:16:24, 1209 ნახვა
საზოგადოება
POSTV - პრეზიდენტი ნაცვლად ყველას დაცვისა, მხოლოდ „ომის პარტიას“ იცავს
ცალკე უნდა აღინიშნოს საქართველოს ქალი პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგი, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ისაუბრა და POSTV-ის ქალ ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტი არც კი უხსენებია – ისევე, როგორც არ უხსენებია ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის – მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტი, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია POSTV საკუთარ განცხადებაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გახმაურებულ ქალთა სექსუალურ შევიწროებებთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი, ნაცვლად იმისა, რომ იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის დამცველი (როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა მისი ინაუგურაციის დღეს განაცხადა), ის ბოლო დროს მხოლოდ ომის პარტიის წარმომადგენლების დამცველად გვევლინება" „გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ტელეკომპანია POSTV-ის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი არხის პოზიცია. ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოება თვალს ადევნებს ცრუ ბრალდებების ნიაღვარს ტელეკომპანია POSTV-ის, მისი დამფუძნებლისა და ჟურნალისტების მიმართ. ამ კარგად ორგანიზებული, დაფინანსებული ორკესტრირებული კამპანიის მიზანია, უარი ვთქვათ იმ მისიის შესრულებაზე, რის გამოც შეიქმნა ეს არხი, მისია კი ნათელია – ქართველ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე. ტელეკომპანია POSTV-ი 2017 წელს შემოვიდა იმ მედია სივრცეში, რომელიც გაჯერებული იყო სიცრუით, საზოგადოებისთვის ნაძალადევად თავს მოხვეული დოგმებით, სტერეოტიპებითა და აკრძალვებით. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, მოვწონებოდით იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავეშებულები უკვე ვეღარავინ მალავს იმას, რომ ტელეკომპანია POSTV-ი, სულ რაღაც 5 წელიწადში, გავლენიან და ანგარიშგასაწევ მედიად ჩამოყალიბდა. არც შალვას რამიშვილის როლია დასამალი ამ ტელეკომპანიის შექმნასა და განვითარებაში, ამიტომაც გახდა ის ბოლო დღეებში ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი სამიზნე. ცდილობენ, შალვა რამიშვილი მოძალადედ გამოაცხადონ. გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მიუხედავად პირადი საუბრების თემატიკის უხერხულობისა, რაზეც თავად შალვა რამიშვილმა არაერთხელ, საჯაროდ მოიხადა ბოდიში, ბოლო დროს გავრცელებულ პირად საუბრებსა თუ მიმოწერებში ძალადობის ნიშანიც კი არ არის; შალვა რამიშვილი არც სასამართლოს მიერ ყოფილა ოდესმე ძალადობისთვის გასამართლებული ან რაიმე სახდელ დადებული, როგორც ამას ე.წ. უფლებადამცველები ამტკიცებენ. ე.წ. თათია სამხარაძის ქეისში სასამართლომ შალვა რამიშვილს თათია სამხარაძისთვის 2000-ლარიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა დამსაქმებლის ვალდებულებების დარღვევისთვის, რასაც შრომის კოდექსი ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, შალვა რამიშვილი მზადაა, თუ რაიმე სახით, ნებისმიერ პირთან მიმართებით ძალადობის ფაქტი დადასტურდება, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ POSTV-ის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას არავითარი კავშირი არ აქვს ქალთა უფლებების დაცვასთან, იგი წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ნეოლიბერალური ჯგუფებისთვის მიუღებელი მედიასაშუალების განადგურებისკენაა მიმართული. ამის ნათელია დასტურია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის მიერ „POSTV-ის“ ქალ ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტი, რომლის ამსახველი ვიდეო მასალა მთელმა საქართველომ იხილა, და შემდეგ – ამ ძალადობის ფაქტზე ქალთა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოების დუმილი. ეს არის ორმაგი სტანდარტისა და შერჩევითობის სახიფათო პრეცედენტი, რომელიც არათუ უზრუნველყოფს ქალთა უფლებების დაცვას, პირიქით – ახდენს ქალების კიდევ უფრო მეტად სტიგმატიზებასა და სეგრეგაციას. ცალკე უნდა აღინიშნოს საქართველოს ქალი პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგი, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ისაუბრა და POSTV-ის ქალ ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტი არც კი უხსენებია – ისევე, როგორც არ უხსენებია ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის – მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტი. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი, ნაცვლად იმისა, რომ იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის დამცველი (როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა მისი ინაუგურაციის დღეს განაცხადა), ის ბოლო დროს მხოლოდ ომის პარტიის წარმომადგენლების დამცველად გვევლინება. აქვე გვინდა, სოლიდარობა და სრული თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგას – ნათია ბერიძეს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის – დიმიტრი ჩიქოვანის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ ამ ძალადობის ფაქტზე პასუხისმგებელი პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტის – ნატო გოგელიას პროვოკაციული ქმედებებით გაღიზიანებულმა მოქალაქემ მას მობილური ტელეფონი გადაუგდო და, ამ ფაქტის გამო, მძიმე სენით დაავადებული, 5 უდედოდ დარჩენილი შვილის მამა მყისიერად იქნა დაკავებული. და ბოლოს, გვინდა, შევეხოთ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის – დავით კეზერაშვილის ცოლისძმის, გაქცეული ოლიგარქის ბინძური დავალებების შემსრულებლის – დიმიტრი ჩიქოვანისა და თათია სამხარაძის კონსპირაციულ შეხვედრას და შეხვედრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ინტერესი არასდროს ყოფილა მოქალაქე თათია სამხარაძისა და მოქალაქე დიმიტრი ჩიქოვანის პირადი ურთიერთობები. ჩვენ დავინტერესდით კეზერაშვილის დესტრუქციული დავალებების მთავარი შემსრულებლის – დიმიტრი ჩიქოვანის და ტელეკომპანია POSTV-ის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ორგანიზატორის – თათია სამხარაძის საიდუმლო შეხვედრით. ცხადია, რომ ახლა მიმდინარეობს თათია სამხარაძის ხელმეორედ მსხვერპლად „ინტრონიზაციის“ კამპანია, ამჯერად უკვე POSTV-ის ქალი ჟურნალისტების მხრიდან შევიწროების მოტივით, რითაც ცდილობენ, დაგვაბულინგონ და ხელი აგვაღებინონ კითხვაზე – რას აკეთებდა თათია სამხარაძე კეზერაშვილის მარჯვენა ხელთან, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში სამი დღისა და ორი ღამის განმავლობაში. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ პოსტივის ჟურნალისტებს ადგილზე მუშაობის დროს არ დაურღვევიათ კანონი. დასასრულს, გვინდა, განვაცხადოთ: POSTV-ის კოლექტივში უთანხმოების შემოტანის, არხის თანამშრომლების დაბულინგებისა და ჩვენი ტელეკომპანიის გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა კრახისთვისაა განწირული. როდესაც საუბარია ადამიანების „დაქენსელების“ ანუ მოკვეთის კამპანიაზე, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ წარმოადგენთ იმ ძალას, რომელიც არათუ ფლირტში და უხამს კომპლიმენტებშია შემჩნეული, არამედ დადასტურებულად, ფაქტების დონეზე არის საკუთარი მოქალაქეების სისტემური გაუპატიურების შემოქმედი. ძალა, რომელიც აბამდა ადამიანებს და შემდეგ “კასტილიან” კაცს აუპატიურებინებდა, ადამიანების სექსუალურ ცხოვრებას იყენებდა შანტაჟის იარაღად. ჩვენ კი, გავაგრძელებთ ჩვენი მრავალათასიანი აუდიტორიისთვის სიმართლის თქმას, – იმ სიმართლის, რომელიც, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანას“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 27 მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, რითაც მოძალადეს აგულიანებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა, მისთვის მორალურად გაუგებარია.
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)